ტამბოვის ბანდის სავარაუდო თანადამფუძნებელი. სანქტ-პეტერბურგის ბენზინით მომმარაგებელი კომპანიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ერთ დროს იცნობდნენ, როგორც „ღამის მმართველს“, პოლიტიკური გავლენიდან გამომდინარე.
ტამბოვის კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო ლიდერი. ბანკ „როსიის“ ყოფილი თანამფლობელი ვლადიმირ პუტინის მეგობრებთან, მათ შორის, იური კოვალჩუკთან და ნიკოლაი შამალოვთან ერთად.
დამფუძნებელი ბანდისა, რომელიც ტამბოვის დაჯგუფების წინააღმდეგ იბრძოდა სანქტ-პეტერბურგზე დომინირებისათვის. მოგვიანებით ტამბოვის ბანდის წევრებს გაურიგდა და ესპანეთში გადასახლდა.
სავარაუდოდ, ტამბოვის ბანდის გავლენიანი წევრი, გენადი პეტროვთან და ალექსანდრ მალიშევთან დაახლოებული პირი დიდი ხნის განმავლობაში.
სავარაუდოდ, უმნიშვნელოვანესი წევრი ტამბოვის ბანდისა. ახლო პირადი და საქმიანი ურთიერთობა აქვსპეტროვთან, კავშირშია ალექსანდრ მალიშევთან და ვლადიმირ კუმარინთან.
სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი წევრია ტამბოვის ბანდისა. პეტროვისა და კუზმინის საქმიანი პარტნიორი. ბალეარის კუნძულებზე პეტროვის სახლის პირდაპირ ცხოვრობდა.
მედიკამენტების კონტროლის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე. ესპანური საგამოძიებო დოკუმენტის მიხედვით, თავის გავლენას იყენებს პეტროვისა და ტამბოვის ბანდის სასარგებლოდ და მათს დასაცავად.
რუსეთის დუმის დეპუტატი პარტია „ედინაია როსიიდან“. საფინანსო ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. სავარაუდოდ, ახლო საქმიანი და პირადი კავშირი აქვს პეტროვთან.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. სავარაუდოდ, თანამდებობას იყენებდა იმისთვის, რათა პეტროვისთვის წინასწარ ეცნობებინა უსაფრთხოების სამსახურების მიერ დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციების შესახებ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე. ესპანურ დოკუმენტში მოყვანილია პეტროვის მიერ 2007 წელს ნათქვამი სიტყვები, რომლებითაც მან კმაყოფილება გამოთქვა რეგიონული განვითარების მინისტრად კოზაკის დანიშვნის გამო.
რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ვიქტორ ზუბკოვის სიძე (ქალიშვილის ქმარი). ესპანური დოკუმენტის მიხედვით, საქმიანი კავშირი უნდა ჰქონდეს პეტროვთან.
რუსეთის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ყოფილი მინისტრი. ესპანური საგამოძიებო დოკუმენტის მიხედვით, იყო პეტროვის საქმიანი პარტნიორი და დასაქმებული ჰყავდა სობოლევსკის ქალიშვილი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე. პუტინის მიერ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მადლობა გადაუხადა პეტროვს, რომელიც, როგორც ამბობენ, მას „საშას“ ეძახის.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი (2007-2008), პირველი ვიცე-პრემიერი (2008-2012). ესპანური დოკუმენტების თანახმად, იღებდა გადაწყვეტილებებს პეტროვისა და მისი ჯგუფის სასარგებლოდ.
რუსეთის სახელმწიფო ბანკის, „სბერბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი 2007 წლიდან. ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის ყოფილი მინისტრი. ესპანურ საგამოძიებო დოკუმენტში მისი სახელი პეტროვთან კავშირშია ნახსენები.
მაგნატი, რომელიც აკონტროლებს რუსეთის ალუმინის გიგანტს, „რუსალს“. ესპანურ დოკუმენტებში მისი სახელი ნახსენებია პეტროვთან კავშირში.
ესპანელი მოსამართლის მოთხოვნამ ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს მსხვილ რუს წარმომადგენელთა დაპატიმრების შესახებ, ნათელი მოჰფინა მათს საიდუმლო კავშირს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. დოკუმენტს, რომელიც ესპანეთში მიმდინარე ამ გამოძიების ნაწილია, სააშკარაოზე გამოაქვს სავარაუდო კავშირების ქსელი. EndFragment
წყარო: ესპანეთის იუსტიციის სამინისტრო
მაფიისა და პოლიტიკის თანაცხოვრება რუსეთში EndFragment
ესპანელი მოსამართლის მოთხოვნამ ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს მსხვილ რუს წარმომადგენელთა დაპატიმრების შესახებ, ნათელი მოჰფინა მათს საიდუმლო კავშირს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. დოკუმენტს, რომელიც ესპანეთში მიმდინარე ამ გამოძიების ნაწილია, სააშკარაოზე გამოაქვს სავარაუდო კავშირების ქსელი.
მაფიისა და პოლიტიკის თანაცხოვრება რუსეთში